WSJ - რუსულ ნავთობზე ფასის ჭერის დადგენა მალე მოხდება

აშშ და მისი მოკავშირეები უკვე დღეს, 23 ნოემბერს აპირებენ, შეთანხმდენე რუსულ გაზზე ფასის ჭერის დადგენაზე, რომელიც არაუმეტეს 60-70 დოლარი იქნება ბარელზე - წერს The Wall Street Journal წყაროზე დაყრნდობით.

„აშშ და მოკავშირეები ცდილობენ, შეთანხმდნენ რუსულ ნავთობზე ფასის განსაზღვრონ არაუგვიანეს ოთხშაბათისა. დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხში დიდ ყურადღებას უთმობს ნავთობის ფასის ლიმიტს, რომელიც, წყაროს ცნობით შესაძლოა, 70 დოლარამდე განისაზღვროს“, - აღნიშნავს გამოცემა.

გაზეთის მონაცემებით, დღესვე დაგეგმილია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომლებიც ერთხმად შეეცდებიან ფასის ზღვარის დადგენაზე შეთანხმდნენ. ამასთანავე, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები, როგორც მოსალოდნელია, მხარს დაუჭერენ ფასის ჭერის სინქრონიზებას ევროკავშირთან.

სექტემბერში G7-მა მხარი დაუჭირა რუსულ ნავთობზე ფასის ჭერის დადგენას, რითაც უნდა შეამცირონ რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლები ენერგორესურსებიდან მიღებული სახსრებით. გეგმის თანახმად, 5 დეკემბერს ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის კომპანიები შეძლებენ რუსული ნავთობის მიწოდებაში ნებისმიერი მომსახურების გაწევას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნედლეულის შეძენა მოხდება განსაზღვრულ ფასზე ნაკლებად.

კოკა კვირკველია