რა მოცულობის რუსული აქტივები გაყინა ევროპამ - Politico

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთმა სანქციების ფარგლებში მილიარდობით დოლარისა და ევროს აქტივები გაყინა. კონკრეტულად კი ევროკავშირმა, როგორც politico წერს, 68 მლრდ ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა.

ევროპის უმსხვილესი სახელმწიფოები, რომლებმაც სანქციების შედეგად რუსული აქტივები გაყინეს:

  • ბელგია - 3,5 მლრდ ევრო
  • ლუქსემბურგი - დაახლოებით, 2,5 მლრდ ევრო
  • იტალია - 2,3 მლრდ ევრო
  • გერმანია - 2,2 მლრდ ევრო
  • ავსტრია - 1,8 მლრდ ევრო
  • ირლანდია - ასევე, 1,8 მლრდ ევრო
  • საფრანგეთი - 1,3 მლრდ ევრო
  • ესპანეთი - 1 მლრდ ევროზე მეტი

აღსანიშნავაია, რომ ევროკავშირის ქვეყნების მიერ გაყინულ თანხებს შორის დიდი შეუსაბამობაა. მაგალითად, უნგრეთმა მხოლოდ 3000 ევროს რუსული აქტივები გაყინა.

გაყინული აქტივები ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანილ 1239 ფიზიკურ პირს და 116 კომპანიას ეკუთვნის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ