ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტზე იანვარ-ოქტომბერში ტვირთის გადაზიდვებმა 540 000 ტონა შეადგინა. ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე როვშან რუსტამოვმა განაცხადა, რასაც სააგენტო Trend ავრცელებს.
მისი თქმით, გადაზიდვები, 2021 წელთან შედარებით, 26,2%-ით, ანუ 112 000 ტონით გაიზარდა.
„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალმა მონაწილე ქვეყნებს დიდი შესაძლებლობები, მათ შორის ევროპულ სივრცესთან წვდომა გაუხსნა და დღეს ის დასავლეთის მარშრუტზე უზარმაზარ პოტენციალს ქმნის,“ - აცხადებს რუსტამოვი.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინნიგზო მაგისტრალის პირველი ხაზის ექსპლუატაცია 2017 წელს დაიწყო. დღეისათვის ამ მარშრუტის სიგრძე 850 კილომეტრია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ