Microsoft ჰეჯ-ფონდების ფავორიტი კომპანია გახდა და Amazon-ს აჯობა

Microsoft-ის აქციები მსოფლიოს ჰეჯ-ფონდებს შორის ლიდერი კომპანია გახდა და აჯობა Amazon-ს - ამის შესახებ Goldman Sachs-ის კვლევაშია აღნიშნული. კვლევამ 786 ჰეჯ-ფონდის აქციები მოიცვა, რომელთა ჯამური მოცულობა 2,3 ტრილიონი დოლარია - წერს MarketWatch.

კვლევიდან გაირკვა, რომ 82 ჰეჯ-ფონდის წილი ფიქსირდებოდა Microsoft-ის აქციებში, ხოლო Amazon-ის აქციები 79 ჰეჯ-ფონდის წილში. მიმდინარე წელს Microsoft უკეთეს დინამიკას აჩვენებს, ვიდრე მისი კონკურენტი, თუმცა წელი მთლიანობაში რთული გამოდგა IT-სექტორისთვის. მიმდინარე წელს Microsoft-ის კაპიტალიზაცია შემცირებულია 28%-ით, ხოლო Amazon-ის 45%-ით.

ლიდერთა ხუთეულშია Uber Technologies და Netflix Inc.

ყველაზე დიდი მოცულობა მოკლე აქციებში კი ფიქსირდება სანავთობო კომპანიებში Exxon Mobil, Occidental Petroleum და Chevron Corp.

ასევე აღსანიშნავია, რომ ჰეჯ-ფონდები ფლობენ აქციების კაპიტალის 28% რითეილ კომპანიაში Bath & Body Works, ეს არის ყველაზე მაღალი აქციების კონცენტრაცია ფონდების ხელში.

კოკა კვირკველია