ქართველი მინისტრები აქტაუში ტრანსკასპიური მარშრუტის ეფექტურობის გასაზრდელად ჩადიან

ხვალ ყაზახეთის ქალაქ აქტაუში საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებზე მოლაპარაკებები საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის წარმომადგენლებს შორის გაიმართება.

ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აიბეკ სმადიაროვმა განაცხადა, რასაც სააგენტო Trend ავრცელებს.

მისი თქმით, შეხვედრაში ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა, ასევე, ტრანსპორტის მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას.

სმადიაროვმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ეფექტურობის გასაუმჯობესებლად გარკვეულ ღონისძიებებს შეიმუშავებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ