კახა კალაძე - დედაქალაქის ნაძვის ხეს არაფერი სჭირდება, ძალიან ლამაზია,  დიზაინერები გადაწყვეტენ, როგორი სათამაშოებით მოირთოს

საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებები გვექნება წელს თბილისში - რა შეეხება ნაძვის ხეს, დედაქალაქის ნაძვის ხეს არაფერი სჭირდება, ძალიან ლამაზია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემგანაცხადა.

მისი თქმით, დეტალური ინფორმაცია საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებებისა და ხარჯების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ძალიან ლამაზი იქნება ქალაქი საახალწლოდ. რა შეეხება ნაძვის ხეს, დედაქალაქის ნაძვის ხეს არაფერი სჭირდება, ძალიან ლამაზია. დიზაინერები გადაწყვეტენ, რა ფორმით, როგორი სათამაშოებით იყოს მორთული. რაც შეეხება ქალაქის განათებას, ნაძვის ხის ანთებას, საახალწლო სოფლის გახსნას, კონცერტებს, ამაზე მოგვიანებით დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით”,- განაცხადა კახა კალაძემ.