რატომ აღარ მოძრაობს თბილისში „ღამის ავტობუსი“

დედაქალაქის მერი კახა კალაძეგანმარტავს, რატომ აღარ მოძრაობს თბილისში „ღამის ავტობუსი“, რომლის მარშრუტიც „ღამის ეკონომიკის“ ფარგლებში იყო შემუშავებული.

კალაძე ამბობს, რომ პროექტმა გაამართლა, თუმცა მარშრუტი პანდემიის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების დროს გაუქმდა.

„აღარ დადის „ღამის ავტობუსი“. პროექტმა გაამართლა, უბრალოდ პანდემიის პირობებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ აკრძალული იყო და ხალხი ვერ სარგებლობდა, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული“,- განაცხადა კახა კალაძემ.