დემნა გვასალია მატრასების გაყიდვაზე გადავიდა - რა ღირს Balenciaga-ს ახალი პროდუქტი

დემნა გვასალია მატრასების გაყიდვაზე გადავიდა - რა ღირს Balenciaga-ს ახალი პროდუქტი

ფრანგულმა მოდის სახლმა, alenciaga-მ, რომლის კრეატიული დირექტორიც ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალიაა, მატრასების გაყიდვა დაიწყო. შესაბამისი ფოტოსურათები ბრენდის Instagram-გვერდზე გავრცელდა.

პროდუქტი, რომლის ფოტოებიც დიზაინერმა გამოაქვეყნა, ერთმანეთზე გადაფენილ რამდენიმე ფერად საბანს წარმოადგენს. ისინი ერთმანეთზე ფოლადის ან პლასტმასის სამაგრი ლენტით უსაფრთხოდ ფიქსირდება და ბლოკებად იკვრება. პროდუქტის აღწერაში დემნა გვასალია განმარტავს, რომ ლეიბის ღირებულება 18-დან 46 ათას დოლარამდე მერყეობს.

ამასთან, გვასალია წერს, რომ პროდუქტი ჰოლანდიელ მხატვარ ტეჯო რემისთან თანამშრომლობით შეიქმნა.

ოქტომბერში Balenciaga-მ, ასევე, სკოტჩით დაფარული ქალის ხელჩანთა წარადგინა და გასაყიდად გაიტანა. ეს ხბოს ტყავის მოდელი Hourglass-ია, რომელიც ყვითელი წებოვანი ლენტით არის დაფარული და ზედ შავი ფერით ბრენდის სახელწოდება აწერია. მისი ფასი 3,1 ათასი დოლარია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ