გერმანია სატელეფონო ჯიხურებს ემშვიდობება

გერმანულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია Deutsche Telekom-მა 142 წლის შემდეგ ქვეყანაში სატელეფონო ჯიხურების ეპოქის დასასრული გამოაცხადა. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

ამჟამად ქვეყანაში 12 000 მოქმედი სატელეფონო ჯიხური შემორჩა, თუმცა „პეიფონებში“ ნაღდი ანგარიშსწორების სისტემა გაუქმებულია და მოსახლეობას მათი გამოყენება მხოლოდ სატელეფონო ბარათით შეუძლია. 2023 წლის იანვრის ბოლოს ეს ფუნქციაც გაუქმდება.

ჯიხურების სრული დემონტაჟი 2025 წელს დასრულდება. ქვეყანაში მხოლოდ 3000 ჯიხური დარჩება, რომლებიც მობილური დაფარვის გასაძლიერებლად ქსელური კავშირის პატარა ანძებად გადაიქცევა. დემონტირებული ჯიხურები მუზეუმებსა და კერძო კოლექციონერებზე გაიყიდება.

გერმანიის მასშტაბით პირველი, ეგრეთ წოდებული, სატელეფონო კიოსკი (Fernsprechkiosk) ბერლინში, 1881 წელს გაიხსნა. მათი პოპულარობის პიკმა 1990-იანი წლების შუა პერიოდში მიაღწია, როცა ქვეყანაში 160 000 სატელეფონო ჯიხური მუშაობდა.

2015 წელს სატელოფონო ჯიხურების ეპოქის დასასრული ოფიციალურად ბელგიაში, ხოლო 2017 წელს დანიაში გამოცხადდა. ამჟამად დანიაში ფასიანი ტელეფონის რამდენიმე ჯიხური და შედარებით დიდ კიოსკი ღია მუზეუმ Den Gamle By-ში და სხვა ისტორიულ მუზეუმში დგას

მოამზადა ლადო სულაბერიძემ