საქართველოსა და ხორვატიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ხორვატიის ტურიზმისა და სპორტის სამინისტროს შორისტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა.

საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, ხორვატიის მხრიდან - ტურიზმისა და სპორტის მინისტრმა ნიკოლინა ბრნიაცმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს როგორიცაა მხარეთა შორის ორმხრივი ტურისტული მიმოსვლის ინტენსიფიკაცია, ორი ქვეყანის ტურიზმის სექტორს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილების ურთიერთგაცვლა. მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ხორვატიას შორის ტურიზმის სფეროში ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.