Nissan-მა საბოლოოდ მოიშორა თავიდან რუსული აქტივები

კომპანია ФГУП НАМИ-ის ოფიციალური ინფორმაციით, მიღწეულია შეთანხმება იაპონურ კომპანიასთან Nissan, მისი რუსული აქტივების შესყიდვის შესახებ. რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა ავტომობილების ამწყობი ცენტრი სანქტ-პეტერბურგში - Ниссан Мэнуфэкчуринг Рус, თავისი სამეცნიერო კვლევითი ცენტრიანად, ასევე გაყიდვებისა და მარკეტინგის ცენტრი მოსკოვში.

აღნიშნულ ქარხანაში კომპანია აწარმოებდა მოდელებს X-Trail, Qashqai და Murano. განცხადებაში წერია, რომ რუსეთში რეალიზებულ Nissan-ის ავტომობილებს ამიერიდან მოემსახურება АвтоВАЗ.

Ниссан Мэнуфэкчуринг Рус-ს ქარხანა პეტერბურგში 2009 წელს გამოჩნდა, მისი სიმძლვრე იყო 100 ათასი ავტომობილი წელიწადში. 2022 წლის გაზაფხულიდან კი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ის გაჩერებულია.

კოკა კვირკველია