LG-მ „უხილავი“ დინამიკები წარმოადგინა

კორეულმა კომპანიამ LG Display წარმოადგინა ახალი დინამიკები ავტომობილებისთვის, რომელიც არის ძალიან თხელი. პროდუქტს ეწოდა Thin Actuator Sound Solution, თუმცა თავად კომპანიაში მცირე ზომიდან გამომდინარე მას უხილავს ეძახიან. როგორც გვეუბნებიან ისინი პასპორტის ზომისაა და მათი განლაგება შესაძლებელია აქამდე მიუღწეველ ადგილებში. მაგრამ მიუხედავად სითხელისა მას შეუძლია მოცულობითი ჟღერადობის გამოცემა.

ზომისა და წონის კლება LG-მ რამდენიმე ტრადიციული დეტალის ამოღებით შეძლო. მისი გაბარიტებია 150 მმ სიმაღლე, ხოლო სიგანე 90 მმ, რაც შეეხება სისქეს მხოლოდ 2,5 მმ-ია, წონა კი 40 გრამი. ეს კი საშუალებას მისცემს ავტომფლობელს ის ნებისმიერ ადგილას განათავსოს, მაგალითად ჭერის შეფუთვის ქვეშაც კი, ან ცენტრალურ კონსოლში, წინა პანელში ან გათბობის ჭრილებთან.

ამას გარდა ის არ გამოიყენებს იშვიათ ელემენტებს, როგორიც არის ნეოდიმი, რომელიც გამოიყენება ჩვეულებრივ დინამიკებში. შედეგად ის უფრო ეკოლოგიურიცაა.

Thin Actuator Sound Solution-ი გაყიდვაში მომავალი წლიდან გამოჩნდება.

კოკა კვირკველია