რა შემოსავალი და მოგება აქვს "ჯივიპის"

წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებას თბილისისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (ჯივიპი) უწევს. კომპანია ასევე ფლობს და ამუშავებს ჰიდროელექტროსადგურებს და გამოიმუშავებს ელექტროენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის და ღია ბაზარზე გასაყიდად.

„ჯივიპის“ 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიის წლის შემოსავალი - 178,519 მლნ ლარი იყო. აქედან, ძირითადი 158,833 მლნ ლარის შემოსავალი - წყალმომარაგებიდან და მასთან დაკავშირებული მომსახურებიდან იყო მიღებული; 18,615 მლნ ლარი კი - ელექტროენერგიის რეალიზაციიდან.

შედარებისთვის, 2020 წლის ბოლოს კომპანიის შემოსავალი შეადგენდა - 116,078 მლნ ლარს, საიდანაც 107,597 მლნ წყალმომარაგებიდან და მასთან დაკავშირებული მომსახურებიდან ჰქონდა მიღებული. პანდემიამდელ 2019 წელს კი ჯივიპიმ 144,894 მლნ ლარის შემოსაალი მიიღო, საიდანაც 124,084 მლნ ლარის შემოსავალი - წყალმომარაგებიდან და მასთან დაკავშირებული მომსახურებიდან იყო მიღებული.

ასევე, როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, 2021 წლის კომპანიის მოგება - 60,013 მლნ ლარს შეადგენდა. მაშინ როცა 2020 წელი კომპანიამ 48,936 მლნ-იანი ზარალით დაასრულა. 2019 წელს კი კომპანიის მოგება 35,197 მლნ ლარს შეადგენდა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანიის საკუთრებაში - 574,666 მლნ ლარის აქტივებს ფლობდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში „ჯივიპის“ 80%-იანი წილი ესპანურმა კომპანიამ „აქუალია“ (Aqualia) 180 მლნ დოლარად შეიძინა. 20%-იანი წილი კი „საქართველოს კაპიტალის“ საკუთრებაშია.

თაია არდოტელი