ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სუპერმარკეტებიდან 109 კგ. ვადაგასული ხორცი და ხორცპროდუქტები ამოიღეს

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სუპერმარკეტებიდან 109 კგ. ვადაგასული ხორცი და ხორცპროდუქტები ამოიღეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, უფრო კონკრეტულად, ბოლო 1 წლის განმავლობაში სარეალიზაციო ობიექტებიდან ამოღებულია შემდეგი სახის ვადაგასული სურსათი: 109 კგ ხორცი და ხორცპროდუქტები; 100 კგ - სხვა მყარი სურსათი; 45 ლიტრი - თხევადი სურსათი; 15 ცალი კვერცხი.

მათივე ცნობით, დაჯარიმდა 35 ბიზნესოპერატორი.