მებაჟე ოფიცრებმა ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ვალე" არადეკლარირებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ი.-ის ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა აღმოაჩინეს 15 აბი A-ferin, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერება კოდეინს და 28 აბი Dolorin Cold, რომელიც შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება ფსევდოეფედრინს.

საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.