"გამოიკვეთა, რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დავიწყოთ ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა"

გამოიკვეთა, რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დავიწყოთ ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც პრემიერი განმარტავს, მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენდება ახალი ბაღები.

„იცით, რომ ბაღები ძალიან სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. გამოიკვეთა, რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დავიწყოთ ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა. ეს განხორციელდება სამ ეტაპად, პირველ ეტაპს დავიწყებთ 2023 წლის პირველი იანვრიდან. პროგრამაზე მიემართება 100 მლნ ლარი. ჯამში დაგვიჯდება 1 მლრდ ლარზე მეტი, დაახლოებით მილიარდ სამასი მილიონი ლარი. ჩვენი გათვლებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად რეაბილიტირდება და აშენდება ახალი ბაღები.“,- აღნიშნავს პრემიერი.