კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 888.6 მლნ ლარით შემცირდა

2022 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 888.6 მლნ ლარით, ანუ 1.3 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.3 პროცენტით შემცირდა) და 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს 67.2 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 8.9 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.2 პროცენტია.

2022 წლის ოქტომბრის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

თაია არდოტელი