წლიურად საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი შემცირდა

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 315,693 მლნ დოლარით შემცირდა, წინა თვესთან შედარებით კი, 106,187 მლნ დოლარით გაიზარდა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 7,681 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 21,323 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 7,997 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 25,273 მლრდ ლარი იყო. რაც შეეხება 2022 წლის სექტემბრის მონაცემებს, სახელმწიფო საგარეო ვალი 7,575 მლრდ დოლარს, ანუ მაშინდელი კურსით 21,478 მლრდ ლარს შეადგენდა.

2022 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, EIB -ს მიმართ ვალი - 806,986 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი - 1.240 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1.815 მლრდ დოლარს აჭარბებს.

თაია არდოტელი