Eurostat - ევროკავშირის კომპანიების ნახევარზე მეტი ინოვაციებით მუშაობს

ევროკავშირის ქვეყნების კომპანიების ნახევარზე მეტმა, 53%-მა ინოვაციური პროდუქტი შექმნა ან თავის ბიზნესში ინოვაცია დანერგა. ამის შესახებ ევროპის სტატისტიკის სააგენტო Eurostat-ის მონაცემებში წერია, რასაც „ევროპულსი“ ავრცელებს.

ინოვაციური კომპანიების ყველაზე დიდი წილის მქონე ქვეყნებია:

  • საბერძნეთი (73%)
  • ბელგია (71%)
  • გერმანია (69%)
  • ფინეთი (ასევე, 69%)
  • კვიპროსი (66%)

ინოვაციური კომპანიების ყველაზე მცირე წილის მქონე ქვეყნებია:

  • რუმინეთი (11%)
  • ლატვია (32%)
  • უნგრეთი (33%)
  • ესპანეთი (ასევე, 33%)
  • პოლონეთი (35%)

ახლახან „ევროპულსმა,“ ასევე, ევროკომისიის ყოველწლიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნების ინოვაციური განვითარება 36 განსხვავებული ინდიკატორით შეფასდა. ინოვაციური განვითარებით ევროკავშირის ქვეყნების ტოპ 10-ეულში წელსაც, 2021 წლის მსგავსად, შვედეთი ლიდერობს. ქვეყანაში ყველაზე მეტად არის განვითარებული სამეცნიერო კვლევებისთვის საჭირო პლატფორმები, ხოლო კერძო კომპანიები და სახელმწიფო ერთმანეთთან საუკეთესოდ თანამშრომლობენ. შვედეთი დიგიტალიზაციითა და გარემოსდაცვითი მდგრადობით საუკეთესო ქვეყანაა. მან, ასევე, ბოლო წლის განმავლობაში ყველაზე მეტი გამოგონება დაარეგისტრირა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ