სავალუტო ჯიხურებში მომხმარებელს ერთი დოლარის შეძენა 2.22 ლარად შეუძლია

სავალუტო ჯიხურებში მომხმარებელს ერთი დოლარის შეძენა 2.22 ლარად შეუძლია.

რაც შეეხება ჩაბარების ფასს, სავალუტო ჯიხურები დოლარს 2.20 ლარად იბარებენ. რაც შეეხება ევროს, სავალუტო ჯიხურებში ევროს ღირებულება 2.38 ლარია, ხოლო ჩაბარება – 2.34.

როგორც ჯიხურებში აცხადებენ, დოლარისა და ევროს ფასი გუშინდელთან შედარებით იგივეა, თუმცა ტენდენციაში თითქმის ყოველდღიურად იმატებს. მათივე თქმით, ბოლო პერიოდში, დოლარის კურსის გაზრდის გამო მასზე მოთხოვნამ იკლო.

ეროვნული ბანკის დღევანდელი ოფიციალური კურსით, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2230 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, 20 მარტიდან 1 დოლარის შეძენა 2.22 ლარად იქნება შესაძლებელი.

საქართველოს ეროვნულ ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს შეძენა 20 მარტიდან 2.3768 ლარად იქნება შესაძლებელი.