კალაძე - ცენტრში ხალხს საკუთარ სახლთან ავტომობილის გაჩერების საშუალება არ აქვს იმ ადამიანების მანქანების გამო, რომლებიც კონკრეტულ გამზირებზე და ქუჩებზე სამუშაოდ სხვა უბნებიდან მოდიან

ეტაპობრივად მივყვებით, ქუჩების და რაიონების მიხედვით. მთელი ქალაქის მასშტაბით ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის საკითხზე პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სხვა უბნებიდან სამუშაოდ მოსული ადამიანების გამო ცენტრალურ უბნებში მცხოვრებები საკუთარ კორპუსთან ავტომობილს ვერ აჩერებენ.

„2019 წლიდან ამოქმედდა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა. ცხადია, ეს ჯერ მთელი ქალაქის მასშტაბით არ არის დანერგილი, მაგრამ ეტაპობრივად მივყვებით, ქუჩების და რაიონების მიხედვით. მთელი ქალაქის მასშტაბით აღნიშნული პროგრამა იქნება განხორციელებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ხშირად ადგილობრივებს, ძირითადად, ცენტრალურ უბნებში სახლში დაბრუნების შემდეგ ავტომობილის გაჩერების საშუალება არ აქვთ საკუთარ კორპუსთან. იმ ადამიანების ავტომობილების გამო, რომლებიც სხვა უბნებიდან მოდიან კონკრეტულ გამზირებზე და ქუჩებზე სამუშაოდ. ეს გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს. შესაბამისად, ამ სისტემის დანერგვა მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა მერმა.

თამარ მუკბანიანი