საქართველოდან თხილის ექსპორტი 14%-ით შემცირდა - სად ვყიდით პროდუქტს

თხილის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 14%-ით შემცირდა. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან 90 მლნ აშშ დოლარის თხილი და სხვა კაკალი გაიყიდა. მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 75.3 მლნ აშშ დოლარის. მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად შემცირებულია საექსპორტო ფასი, მხოლოდ 928 კგ-ით შემცირდა მოცულობა. 18 500 ტონიდან, 17 577 ტონამდე.

,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ათი ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც წელს, თხილი და სხვა კაკალი ყველაზე დიდი რაოდენობით გაიყიდა:

  • იტალია - 19.9 მლნ აშშ დოლარის
  • გერმანია - 17.1 მლნ აშშ დოლარის
  • სომხეთი - 6.9 მლნ აშშ დოლარის
  • ესპანეთი - 4.7 მლნ აშშ დოლარის
  • რუსეთი - 2.9 მლნ აშშ დოლარის
  • ლიეტუვა - 2.9 მლნ აშშ დოლარის
  • საფრანგეთი - 2.4 მლნ აშშ დოლარის
  • პოლონეთი - 2.3 მლნ აშშ დოლარის
  • საუდის არაბეთი - 2.1 მლნ აშშ დოლარის
  • ჩეხეთი - 2 მლნ აშშ დოლარის

თამარ მუკბანიანი