დედაქალაქში სადისტრიბუციო მანქანებისთვის 550-ზე მეტი საპარკინგე ადგილი გამოიყოფა

„დედაქალაქში სადისტრიბუციო მანქანებისთვის 550-ზე მეტი საპარკინგე ადგილი გამოიყოფა,” - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„დედაქალაქში განისაზღვრა 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი, რომელიც დაეთმობა სამეწარმეო და მიწოდების სერვისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშულებების პარკინგს. აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე და თბილისის მასშტაბით დაწყებულია სპეციალური პარკირების ზონების გამოყოფის პროცესი, რაც ეტაპობრივად განხორციელდება. მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, რადგან ხშირია, როდესაც სადისტრიბუციო მანქანები გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს, როდესაც სხვა ავტომობილების გადაადგილებას აფერხებს. სპეციალური საპარკინგე სივრცეების გამოყოფით, მათ შესაძლებლობა ექნებათ სხვა ავტომობილების მოძრაობა არ შეაფერხონ,"- განაცხადა კალაძემ.

თაია არდოტელი