თურქეთმა საკუთარ სრუტეებში ნავთობტანკერების გატარებას ახალი მოთხოვნა დაამატა

თურქეთმა ხუთშაბათიდან საკუთარ სრუტეებში ნავთობტანკერების გატარებისთვის ახალი დამატებითი მოთხოვნა დაამატა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

1-ლი დეკემბრიდან ანკარამ სადაზღვევო კომპანიებისგან დაიწყო წერილის მოთხოვნა, რომელიც ტანკერს ანიჭებს P&I-დაზღვევას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ დაფაროს საკუთარი ვალდებულება ისეთ შემთხვევებში, როგორიც არის მესამე პირებისთვის ზიანის მიყენება, გარემოსა და ტვირთვისთვის საფრთხის მიყენება, ასევე ჯარიმების დაფარვა.

ამასთან დაკავშირებით თურქეთის ხელისუფლება ითხოვს წერილს სადაზღვევო კომპანიისგან, რომელშიც აღწერილი იქნება დეტალები ხომალდზე, ტვირთზე და მარშრუტზე, ასევე იმაზე, რომ P&I დაზღვევა იქნება ნამდვილი და სრული აღნიშნული ხომალდისთვის, მარშრუტისთვის და ტვირთისთვის.

ამასთან, სადაზღვევო კომპანიები არ თვლიან აუცილებლობად P&I დაზღევას, როცა გაცემულია CLC სერტიფიკატი, რომელიც მოქმედებს 1992 წლიდან და ითვალისწინებს სამოქალაქო პასუხიმგებლობას გემების მფლობელებისთვის გარემოს დაბინძურების შემთხვევაში კომპენსირების უზრუნველსაყოფად.

კოკა კვირკველია