მილიარდერები, რომლებიც არ არიან მზად, რომ საკუთარი ქონება ქველმოქმედებისთვის დახარჯონ

2010 წელს მილიარდერმა უორენ ბაფეტმა ბილ და მელინდა გეითსებთან ერთად წამოიწყო კამპანია -The Giving Pledge. წამოწყება აერთიანებს მილიარდერებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც თანახმანი არიან, რომ საკუთარი სიმდიდრის უმეტესი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმარონ.

ამ დროისთვის დოკუმენტზე ხელი 236 მილიარდერს აქვს ხელმოწერილი, მათ შორის თავად გეითს და ბაფეტს, ასევე ილონ მასკს და ბეზოსის ყოფილი მეუღლსე მაკენზი სკოტს.

საინტერესოა, ვინ მოაწერა ხელი Giving Pledge-ს შეთანხმებას?

ბილ გეითსისა და უორენ ბაფეტის მიერ დაწყებული კამპანიის მიზანია, წაახალისოს მილიარდერები, რომ თავიანთი სიმდიდრის ნახევარი მაინც ქველმოქმედებას დათმონ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინიციატივაში მონაწილეობა მკაცრად არავის არაფერს ავალდებულებს: პროექტის დამფუძნებლები მას „მორალურ ვალდებულებას“ უწოდებენ, კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ წესები ძალიან ბუნდოვანია და არ არსებობს შესრულების მკაფიო მექანიზმი.

ჯეფ ბეზოსმა პირობა დადო, რომ თავისი 171 მილიარდი დოლარის ქონების დიდ ნაწილს ქველმოქმედებაში დახარჯავდა, თუმცა Amazon-ის დამფუძნებელი არაფერს ამბობს Giving Pledge-ზე ხელმოწერის შესახებ. თუმცა ბეზოსი, არ არის ერთადერთი მილიარდერი, რომელიც არ შეუერთდა ინიციატივას.

წარმოგიდგენთ მილიარდერებს, რომლებმაც Giving Pledge-ის პროექტში ჩართვაზე უარი განაცხადეს და შესაბამისად, ხელიც არ აქვთ მოწერილი.

ბერნარ არნო

ქონება: 158 მილიარდი დოლარი

ბერნარ არნო არის კონგლომერატის LVMH-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ის მსოფლიოში მესამე ყველაზე მდიდარი ადამიანი Forbes-ის მიხედვით.

არნომ ხელი არ მოაწერა Giving Pledge-ს, რაზეც საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენს გამოყოფს არნო ქველმოქმედებისთვის, საჯარო დომენში არ იძებნება. თუმცა, LVMH-მ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა 2019 წელს. მან დამანგრეველი ხანძრის შემდეგ ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 226 მილიონ დოლარი გამოყო.

გაუტამ ადანი

წმინდა ქონება: 90 მილიარდი დოლარი

გაუტამ ადანი არის ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული კონგლომერატის, Adan Group-ის დამფუძნებელი და საბჭოს თავმჯდომარე.

Forbes-ის მიხედვით ის მე-11 უმდიდრესი ადამიანია მსოფლიოში. გასული წლის განმავლობაში, ადანის აქტივების ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან მისმა კომპანიამ შეიძინა მრავალი ახალი საწარმო ნახშირის მოპოვებისა და ტრანსპორტის ბაზრებზე შესასვლელად.

გარდა ამისა, წლის განმავლობაში მეწარმემ გაზარდა საქველმოქმედო საქმიანობის მასშტაბები. ივნისში მან 7,7 მილიარდი დოლარი გადასცა ადანის ფონდს, კომპანიის ფილანტროპიულ ფილიალს, რომელიც მხარს უჭერს ინდოეთში სოციალურ პროექტების განხორციელებას.

ჯეფ ბეზოსი

ქონება: 171 მილიარდი დოლარი

Forbes-ის შეფასებით, ბეზოსმა თავისი სიცოცხლის მანძილზე ქველმოქმედებას 2,4 მილიარდ დოლარზე მეტი შესწირა. მან ასევე პირობა დადო, რომ არაკომერციული კლიმატის ცვლილების ფონდის, Bezos Earth Fund-ის მეშვეობით 10 მილიარდ დოლარს გადასცემს.

თუმცა, მილიარდერი წლების განმავლობაში გაურბის კითხვებს Giving Pledge-ის შესახებ. ამ დროის განმავლობაში მან მოახერხა და ამერიკაში არსებული საქველმოქმედო ფონდების თითქმის ფავორიტი გახდა. თუმცა, რთულია იმის გაგება, თუ რატომ იკავებს თავს Giving Pledge-თან თანამშრომლობაზე.

ლარი პეიჯი

ქონება: 111 მილიარდი დოლარი

2014 წელს Google-ის თანადამფუძნებელმა ლარი პეიჯმა განაცხადა, რომ არ აპირებდა მთელი თანხის შვილებისთვის დატოვებას. თუმცა, მას ასევე არ გამოუთქვამს სურვილი ქველმოქმედებისთვის გადაეცა თავისი ქონება. TED-ის პლატფორმასთან ინტერვიუში მილიარდერმა აღიარა, რომ მას სურს თავისი ფულის დიდი ნაწილი დაუთმოს მეწარმეებს, რომლებსაც აქვთ თამამი იდეები და სურთ შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ. შემდეგ პეიჯმა მაგალითად მოიყვანა ილონ მასკი: „მას სურს მარსზე გაფრენა. ღირსეული მიზანია“.

Vox-მა 2019 წელს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პეიჯმა 2 მილიარდ დოლარზე მეტი შესწირა თავის საქველმოქმედო ფონდს. ამ თანხის აბსოლუტური უმრავლესობა დონორთა დაფინანსების ფონდებში გდანაწილდა, რომლებიც, კრიტიკოსების თქმით, შეიძლება გამოყენებულ იქნას საგადასახადო შეღავათებისთვის.

მუკეშ ამბანი

ქონება: 90,7 მილიარდი დოლარი

ენერგეტიკისა და სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგის Reliance Industries-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მუკეშ ამბანი, მე-10 უმდიდრესი ადამიანი მსოფლიოში.

Hurun India Research Group-ის მიერ ის ახლახან ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდსულოვან ქველმოქმედად დასახელდა. არაერთი წყაროს თანახმად, 2022 წლის განმავლობაში ბიზნესმენმა 50 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო საქველმოქმედო ინიციატივებისთვის.

2010 წელს ამბანმა დააარსა Reliance Foundation, კომპანიის სპეციალიზებული განყოფილება, რომელიც დღეს გახდა ერთ-ერთი უდიდესი არაკომერციული ორგანიზაცია ინდოეთში. ასოციაციის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ფონდი სპეციალიზირებულია გარეუბნებში სამედიცინო მომსახურებისა და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტებზე, ასევე განათლების სფეროში გრანტების გაცემაზე.

სტივ ბალმერი

ქონება: 91,4 მილიარდი დოლარი

Giving Pledge-ის ხელმომწერთა შორის სტივ ბალმერის არარსებობამ შეიძლება საზოგადოება გააკვივოს: ის იყო Microsoft-ის ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი და ბილ გეითსის მარჯვენა ხელად მოიაზრებოდა. ბალმერის სიმდიდრის ძირითადი ნაწილი Microsoft-ის ბიზნესში მის 4%-იან წილზე მოდის.

მაგრამ მან ერთხელ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც მან 2014 წელს კომპანია დატოვა, ის და გეითსი "ერთმანეთს დაშორდნენ“, რითიც შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, თუ რატომ არ შეუერთდა ბილ გეითსის ინიციატივას თანადამფუძნებელი.

დღეს ბალმერი ლოს ანჯელეს კლიპერსის NBA გუნდის საბჭოს თავმჯდომარეა. მეწარმე შედარებით აქტიურია ფილანტროპიულ სფეროშიც: მეუღლე კონისთან ერთად ხელმძღვანელობს არაკომერციულ ორგანიზაციას Ballmer Group-ს. მის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ გასულ წელს 420 მილიონ დოლარზე მეტი გამოიყო საქველმოქმედო გრანტებისთვის.

სერგეი ბრინი

ქონება: 107 მილიარდი დოლარი

სერგეი ბრინმა ხელი არ მოაწერა Giving Pledge-ს. ის მეშვიდე ადგილს იკავებს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის, მაგრამ საჯარო სფეროში არასოდეს განიხილავს ინიციატივას და არ უთქვამს, რამდენის გაღებას გეგმავს ქველმოქმედებისთვის.

ბრინმა წარსულში სხვადასხვა პროექტებისთვი ფული გაიღო. ეს მოიცავს Girls Who Code-ს, არაკომერციული ორგანიზაციის დაფინანსებას, რომელიც ეძღვნება გოგონების მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის სწავლებას და, გავრცელებული ინფორმაციით, წელს 63 მილიონი აჩუქა ერთ-ერთ მსახიობს პარკინსონის დაავადების კვლევისთვის.

2009 წელს ბრინმა ასევე 1 მილიონი დოლარი შესწირა ებრაელ ემიგრანტთა დახმარების საზოგადოებას (HIAS), ორგანიზაციას, რომელიც დაეხმარა მის ოჯახს გაქცეულიყო საბჭოთა კავშირიდან და ემიგრაციაში წასულიყო აშშ-ში.

წყარო: forbes

თეონა რამაზაშვილი