ვინ არის და როგორ დააგროვა Alibaba-ს თანადამფუძნებელმა 8.1 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონება

ხანდახან ადამიანები ცხოვრებაში მიდიან რისკებზე და შემდეგ ამის შედეგს მთელი ცხოვების განმავლობაში იმკიან, ან ზარალის შემთხვევაში, გარკვეული ფინანსების გადახდა უწევთ. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც რისკზე წავიდა და ამან მთელი მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

ერთ-ერთი მათგანია Alibaba-ს თანადამფუძნებელი ჯო ცაი. საკმაოდ კარგ ანაზღაურებად სამსახურში, კარგ თანამდებობაზე მუშაობისას, გადაწყვიტა ყველაფერი მიეტოვებინა და Alibaba-ს გუნდს შეერთებოდა. მაშინ ეს ნაკლებად ჭკვიანურ გადაწყვეტილებად მიიჩნეოდა, რადგან Alibaba რამდენიმე ენთუზიასტი ახალგაზრდის იდეა იყო, რომელსაც არანაირი ნიშანწყალი არ გააჩნდა იმისა, რომ წარმატებული გახდებოდა.

სწორედ ამ რისკის დამსახურებით მოაგროვა ჯო ცაიმ 8,1 მილიარდი დოლარი.

ვინ არის ჯო ცაი?

ჯოზეფ ცაი პოლი 1964 წელს ტაივანში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ ემიგრანტები, რომლებიც გაიქცნენ ჩინეთიდან ტაივანში სამოქალაქო ომის დროს, 1949 წელს გაიქცნენ. როდესაც ჯო 13 წლის იყო, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, სადაც სწავლა დაიწყო ნიუ ჯერსის ლოურენსვილის სკოლაში.

შემდეგ კი იელის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. უნივერსიტეტში ჯო ცაი ოთხი წლის განმავლობაში ლაკროსის გუნდში თამაშობდა და ახლაც ლაკროსის გუნდის მხარდამჭერია.

1986 წელს სწავლის დასრულებისას მას მიენიჭა ბაკალავრის წოდება ეკონომიკაში და აღმოსავლეთ აზიის კვლევებში.

სკოლის დამთავრების შემდეგ ჯომ მუშაობა იურიდიულ ფირმა Sullivan & Cromwell-ში დაიწყო. 1991 წელს იგი ნიუ-იორკის ადვოკატად აღიარეს. მოგვიანებით Rosecliff Incorporated-ში გენერალური მრჩევლად მუშაობდა და იყო ვიცე-პრეზიდენტი იურიდიულ ფირმაში.

მომდევნო ოთხ წელიწადში ჯო ცაი ჰონგ კონგში Investor AB-ს შეუერთდა. 1999 წელს, მისი გზები ჯეკ მასთან გადაიკვეთა. სწორედ აქდან დაიწყო ჯოს საინტერესო და რისკიანი ცხოვრებაც.

ცაი დაინტერესდა ჯეკ მას პიროვნებით და მისი იდეებით საერთაშორისო საექსპორტო და იმპორტის ბაზრის განვითარების შესახებ...

მილიარდი დოლარის რისკის აღება

ჯეკ მას გეგმების მოსმენის შემდეგ, ჯო ცაიმ გადადგა ნაბიჯი, რომელიც იმ დროს თითქმის ყველასთვის სულელურად გამოიყურებოდა - დატოვა სამსახური Investor AB-ში, რომელიც მას ყოველწლიურად 700,000 დოლარს უხდიდაბ და გადავიდა ჯეკ მასთან ახალი პროექტის განვითარებაზე, სადაც მისი შემოსავალი წელიწადში 50,000 აშშ დოლარიც არ იყო.

სწორედ ამ რისკმა განაპირობა ის, რომ წლების შემდეგ ცაი 8,1 მილიარდი დოლარის მფლობელია...

Alibaba-ში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ ის უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ამუშავებდა თავის გზას ინვესტორებთან მეტი კაპიტალის მოსაზიდად. SoftBank, Fidelity Investments და Goldman Sachs არის ზოგიერთი საინვესტიციო წყარო, რომელიც ინვესტიციას ახდენდა Alibaba-ში. ცაიმ შეძლო 25 მილიონი დოლარის შეგროვება და რამდენიმე წლის შემდეგ მან შეძლო გაეხსნა Alibaba-ს შტაბ-ბინა ჰონგ კონგში.

გააფორმა გარიგება Yahoo-სთან, როგორც სტრატეგიულ ინვესტორთან. ის მუშაობდა Alibaba-ს მთავარ საოპერაციო ოფიცრად, ფინანსურ ოფიცერად და საბჭოს წევრად.

2007 წელს Alibaba ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე იქნა წარმოდგენილი.

ჯო ცაის აქვს კანადური პასპორტი და არის Alibaba-ს საინვესტიციო კომიტეტის წევრი, როგორიცაა Koubei, Cainiao Network და Ele.me. ის ასევე არის Major League Soccer ფრენჩაიზის, Los Angeles FC-ის თანადამფუძნებელი. Blue Pool Capital-ის თანადამფუძნებელი.

ამჟამად არის მეორე უმსხვილესი ინდივიდუალური აქციონერი Alibaba-ზე და ფლობს 100%-იან წილებს ბრუკლინის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციასთან.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი