ნიუ-იორკში "უბერ-ტაქსები” მომრავლდა

ნიუ-იორკში ყვითელი ტაქსების რაოდენობას ახალი ტიპის "უბერ-ტაქსებმა" გადააჭარბა.

ოფიციალური მონაცემებით, ყვითელ ტაქსებს, რომელიც ნიუ-იორკის სიმბოლოს წარმოადგენდა, მომხმარებელი შეუმცირდა. ამის მიზეზი "უბერ-ტაქსების" რამდენიმე უპირატესობაა, კერძოდ, ის მცირედით იაფია ყვითელ ტაქსებთან შედარებით, თუმცა, მთავარი, რასაც ის მომხმარებელს სთავაზობს, ტაქსის გამოძახების ონლაინ-სერვისია.

"უბერ-ტაქსები" მომრავლდა არა მხოლოდ ნიუ-იორკში, არამედ აშშ-ისა და ევროპის სხვა დიდ ქალაქებშიც. მიუხედავად "უბერ-ტაქსების" რაოდენობის ზრდისა, მათი მუშაობის სტილს ხშირად აკრიტიკებენ. უფრო მეტიც, ცოტა ხნის წინ გერმანიის სასამართლომ "უბერ-ტაქსების" სერვისი აკრძალა. ვინაიდან გამოძიების ცნობით, კომპანიამ არალიცენზირებული მძღოლები დაიქირავა, რითიც დაარღვია გერმანიის კანონი ტრანსპორტის შესახებ.