რუსეთის საავტომობილო ბაზრის ათვისებას ირანი იწყებს

ირანის ავტომწამროებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, მაჰომედრეზ ნაჯაფი ანეშის განცხადებით, რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმად ირანმა რუსეთს 300 მილიონი დოლარის ავტომობილი უნდა მიაწოდოს.

კონკრეტულად რა პერიოდს მოიცავს ეს შეთანხმება და რა რაოდენობის ავტომობილზეა საუბარი, უცნობია. ირანული ავტომობილების ფასი მშობლიურ ბაზარზე საკმაოდ დაბალია და ის რუსულ Lada Granta-ზე იაფიც კია და დაახლოებით ნახევარი მილიონი რუბლი ღირს. დასახელებული თანხის მიხედვით კი გამოდის, რომ ირანი რუსეთს 36 000 ცალ ავტომობილს მიაწვდის.

როგორც ცნობილია, ირანში სატრანსპორტო საშუალებების წარმოებით დაკავებულია Iran Khodro, რომელიც Peugeot-ის პლატფორმაზე სახეცვლილ ავტომობილებს აწარმოებს. გარდა ამისა, ირანის სამოდელო ხაზი წარმოდგენილია ბრენდით Saipa Shahin.

კოკა კვირკველია