ნიუ-იორკი მსოფლიოს ყველაზე ძირად ღირებულ ქალაქად პირველად დასახელდა

Economist Intelligence Unit (EIU) ყოველწლიურ რეიტინგში ნიუ-იორკი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების რეიტინგის ლიდერი პირველად გახდა.

ბრიტანული გამოცემა The Economist-ის განყოფილების EIU-ის ცნობით, აშშ-ის ფინანსურმა დედაქალაქმა პირველი ადგილი გაიყო სინგაპურთან, რომელიც ამ რეიტინგს წარსულში არაერთგზის ედგა სათავეში, ამ ორმა ქალაქმა მესამე პოზიციაზე გადასწია თელ-ავივი.

ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების ათეულში ასევე მოხვდნენ: ჰონგ-კონგი, ლოს-ანჯელესი, ციურიხი, ჟენევა, სან-ფრანცისკო, პარიზი, კოპენჰაგენი და სიდნეი.

ამასთან, როგორც EIU აღნიშნავს, უკრაინის ომისა და ჩინეთში ანტიკოვიდური შეზღუდვების ფონზე, რეიტინგის ყველა ქალაქში გაზრდილია უძრავი ქონების ფასი. ბოლო 20 წლის განმავლობაში მაქსიმალური ტემპით გაიზარდა უძრავი ქონების ფასი, რომლის ზრდამ ბოლო 1 წელიწადში 8,1% შეადგინა.

რაც შეეხება ყველაზე იაფ ქალაქებს, ასეთებად დასახელდა თეირანი, დამასკო და ტრიპოლი.

EIU ქალაქების სიძვირეს მსოფლიოს 170 ქალაქში აკვირდება და რეიტინგს წელიწადში ორჯერ აქვეყნებს.

კოკა კვირკველია