NBA ნებას დართავს საპენსიო და სუვერენულ ფონდებს საკალთბურთო კლუბებში წილები იყიდონ

ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია (National Basketball Association, NBA) ნებას დართავს საპენსიო და სუვერენულ ფონდებს, შეიძინონ წილები ამერიკულ საკალათბურთო კლუბებში.

„NBA-ს მართვის საბჭომ ამგვარი ინვესტიციების მიღებას მხარი დაუჭირა“ - განაცხადა ასოციაციის წარმომადგენელმა მაიკ ბასმა. თუმცა ყველა პოტენციურ ინვესტორს, სანამ ისინი ინვესტიციას განახორციელებენ, თავად კლუბის თანხმობა დასჭირდებათ.

შედეგად, ასოციაცია ხსნის საკუთარი კლუბებისთვის შესაძლებლობას, მოიზიდონ ინვესტორები, რომელთა მართვის ქვეშ სხვადასხვა შეფასებით, დღეისათვის მსოფლიოს მასშტაბით 30 ტრილიონი დოლარია, წერს Bloomberg-ი.

გასული წლის ბოლოსთვის სუვერენული ფონდების მფლობელობაში იყო 10 ტრილიონი დოლარი, ხოლო საპენსიო ფონდების მფლობელობაშია 21,4 ტრილიონი დოლარი. ამასთან, საკალთბურთო კლუბების ფრანშიზა ბოლო პერიოდში რეკორდულად გაძვირდა, რაც მათ შეძენას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ბაზრის უმეტესი მოთამაშისთვის, აღნიშნავს Bloomberg-ი. ახალი ინსტიტუციური ინვესტორების მოზიდვა კი ასოსციციას საშუალებას მისცემს, გუნდების პოტენციური მყიდველებისთვის ფსონი გაზარდონ.

დღეისათვის NBA-ს კლუბების საშუალო ღირებულება 2,58 მლრდ დოლარია.

კოკა კვირკველია