თანამედროვე ბიზნესის ახალი გამარჯვებულები და დამარცხებულები

შესაძლოა, ბიზნესისთვის ყველაზე უჩვეულო პერიოდი 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც კორონავირუსთან დაკავშირებულმა ჩაკეტვებმა წარმოების ნაწილები შეაჩერა. ღრმა, მაგრამ ხანმოკლე რეცესიას მძიმე აღდგენა მოჰყვა.

ამის შემდეგ იყო ინფლაცია. მსოფლიო ეკონომიკა 80-იანი წლების შემდეგ, საპროცენტო განაკვეთების ყველაზე სწრაფ ზრდას განიცდის.

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბიზნესგარემო ძირეულად შეიცვალა. ამის შესაფასებლად The Economist-მა გამოიკვლია, რომელმა ამერიკულმა ინდუსტრიებმა და ფირმებმა მიაღწიეს მაქსიმუმს ბოლო სამი წლის განმავლობაში.

2020 წლის 1 იანვრის შემდეგ, ყველაზე წარმატებულ სექტორად ენერგეტიკა დასახელდა. მას მოჰყვება საინფორმაციო ტექნოლოგიები და ჯანდაცვა. ამ უკანასკნელის ქვე-წარმატებულ კომპანიად კი Moderna სახელდება. წამყვანი ვაქცინების მწარმოებელი, რომლის აქციების ფასი თითქმის 800%-ით გაიზარდა.

სექტორები, რომლებიც მიმდინარე მოვლენებმა ყველაზე მეტად დააზარალა, არის: უძრავი ქონება, ბანკები და საკომუნიკაციო მომსახურება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველაზე წარმატებული ინდუსტრიებია ენერგეტიკა და it: ენერგეტიკას - განსაკუთრებით ნავთობის ფირმებს, როგორიცაა ExxonMobil და Chevron - ჰქონდათ საკმაოდ ცუდი 2020 წელი, თუმცა მომდევნო ორი წელი ნამდვილად საუკეთესო აღმოჩნდა მათთვის - ნავთობმა უფრო მეტი დაიბრუნა, ვიდრე დაკარგა.

ტექნოლოგიურ ფირმებს რაც შეეხება: Meta-ს აქციებმა დაკარგეს ღირებულების თითქმის ნახევარი, მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის აქციები გაიზარდა. ჩიპების დიზაინერის Nvidia-ს აქციების ფასი 166%-ით გაიზარდა, მაშინ, როდესაც ჩიპების პიონერი Intel-ის ფასი დაეცა.

ცნობილმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა, კაპიტალისა და ინვესტორების მოთმინების პერიოდი ელექტრომობილების ელექტროსადგურის ასაშენებლად გამოიყენა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ მასკი ჩანაფიქრს განახორციელებს, ეს არც ისე კარგი ამბავი იქნება General Motors-სა და Ford-თვის.

რაც მთავარია, ყველაზე უცნაური ბიზნეს ციკლი ჯერ არ დასრულებულა. ველით მეტ სიურპრიზებს.

ეკა დარჩიაშვილი