"ბითლზის" ფირებს აუქციონზე 300 000 დოლარად გაიტანენ

ორიგინალი ფირები დაახლოებით ხუთსაათიან ჩანაწერს და 33 სიმღერას მოიცავს

"ბითლზის" ფირებს აუქციონზე 300 000 დოლარად გაიტანენ. ლეგენდარული მუსიკალური ჯგუფის მუსიკალურ ჩანაწერებს ლონდონის აუქციონზე 1 აპრილს 74 წლის ყოფილი ბიზნესმენი, ლარი გროსბერგი გაიტანს. ფირები 1962 წელს არის ჩაწერილი ჯგუფის გერმანიაში ყოფნის დროს. აღნიშნული ფირები "ბითლზის" წევრებმა ჰამბურგში ჩაწერეს და ისინი დაახლოებით 40 წლის განმავლობაში დაკარგული იყო. ორიგინალი ფირები დაახლოებით ხუთსაათიან ჩანაწერს და 33 სიმღერას მოიცავს. "ეს ფირები ისტორიული და კულტურული მნიშვნელობისაა", - აღნიშნავს "ბითლზის" შემსწავლელი, მარტინ ლიუისი.