"დანკინ დონატსი" მომხმარებელს სამარხვო კრუასან დონატებს სთავაზობს

"დანკინ დონატსი" მომხმარებელს სამარხვო კრუასან დონატებს სთავაზობს.

"ვისოლის" ინფორმაციით,  დღეიდან "დანკინ დონატსი" ყველა რესტორანში მომხმარებელს სამარხვო კრუასან დონატებს სთავაზობს. დონატები ბავარიული კრემით, შოკოლადით, კარამელით, მარწყვითა და ვაშლის ჯემით სამარხვო მენიუს პირველი შეთავაზებაა, რადგან მომავალში "დანკინ დონატსი" სრულყოფილი სამარხვო მენიუს შექმნას გეგმავს სენდვიჩების, ბეიგელების თუ სხვა დესერტების კატეგორებშიც.

"ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით "დანკინ დონატსის" ამერიკელ კულინარებთან ერთად საქართველოში სამარხვო მენიუს შექმნაზე და დღეიდან მომხმარებლებს უკვე შეუძლია დააგემოვნოს 5 სახეობის სამარხვო კრუასან დონატი. როდესაც "დანკინ დონატსი" რომელიმე ქვეყანაში ოპერირებას იწყებს, ის სრულყოფილად სწავლობს ადგილობრივი მომხმარებლის გემოვნურ, რელიგიურ თუ ტრადიციულ მოთხოვნებს და ითვალისწინებს მათ ადგილობრივი მენიუს შექმნაში. შესაბამისად, ჩვენ სამარხვო კრუასან დონატების გარდა მომავალში სრულყოფილ სამარხვო მენიუს შევთავაზებთ მომხმარებელს სენდვიჩების, ბეიგელების თუ სხვა დესერტების სახით", - აცხადებენ "დანკინ დონატსში".

"ვისოლ ჯგუფმა" ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან "დანკინ დონატსთან" ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და 2015 წლის ბოლომდე საქართველოში 15 "დანკინ დონატსის" რესტორანს გახსნის. "დანკინ დონატსი" ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში. "დანკინ დონატსი" მსოფლიოს 38 ქვეყანაშია წარმოდგენილი.