ბათუმში ბინების გაყიდვები 51%-ით გაიზარდა - colliers

2022 წლის ოქტომბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 51%-ით, 1 630 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 46%-ით გაიზარდა და 68 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ „ქოლიერსის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ბათუმში 2022 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 52%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 46%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

„ბათუმში 2022 წლის ოქტომბერში მოთხოვნა ახალაშენებულ მედიუმ და პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მნიშვნელოვნად, 85%-ით და 59%-ით გაიზარდა, ეკონომ სეგმენტში კი მოთხოვნის 35%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ბათუმში 2022 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 16%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 879 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 2%-ით, 708 აშშ დოლარამდე გაიზარდა,“- ნათქვამია კვლევაში.

თაია არდოტელი