როგორ მოხვდა "ოცნების" სკანდალური დეპუტატი ირაკლი ზარქუა პოლიტიკაში და რა ქონებას ფლობს მისი ოჯახი

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი ირაკ­ლი ზარ­ქუა ამ­ტკი­ცებს, რომ ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რის ჯინ შა­ჰი­ნის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა აზ­რად არ ჰქო­ნია, თუმ­ცა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, რაც გავ­რცელ­და აშ­კა­რად სხვა სუ­რათს აჩ­ვე­ნებს. მას­ში პარ­ლა­მენ­ტა­რი ყოვ­ლად შე­უ­ფე­რე­ბელ და ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხმყო­ფელ ფრა­ზას ამ­ბობს.

"1. დღეს გავ­რცელ­და ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც ჩანს თით­ქოს შე­უ­რა­ცხვყოფ აშშ-ის სე­ნა­ტორს. რე­ა­ლუ­რად სე­ნა­ტო­რის შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბის მი­ზა­ნი ნამ­დვი­ლად არ მქო­ნია და აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა კონ­ტექ­სტში ვხუმ­რობ­დი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბამ­დე, ვიდ­რე კა­მე­რებს ჩარ­თავ­დნენ. მა­ნამ­დე და­წყე­ბუ­ლი ხუმ­რო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას­თან რომ გვქონ­და საქ­მე, ეს იქ მყოფ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მაც კარ­გად იცი­ან.

2. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ვწუხ­ვარ, თუკი ვინ­მემ ისე გა­ი­გო ჩემი გა­მო­ნათ­ქვა­მი, რა კონ­ტექ­სტით და მიზ­ნი­თაც ნაც­მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა.

P. S. რო­გორც წესი, ასე­თი შავი, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არ კად­რუ­ლო­ბენ-ხოლ­მე, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი მო­რა­ლი მე­ა­სე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ხდე­ბა, რო­დე­საც სკან­და­ლის ინ­ტე­რე­სი დი­დია", - და­წე­რა ზარ­ქუ­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

უნდა ით­ქვას, რომ ის ზო­გა­დად გა­მო­ირ­ჩე­ვა სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით.

რო­გორ მოხ­ვდა ზარ­ქუა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში? რო­გორც მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ირ­კვე­ვა, ზარ­ქუა წა­ლენ­ჯი­ხა­ში, 1982 წელს და­ი­ბა­და.

2013 წელს და­ამ­თავ­რა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით და ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხით.

2015 წელს კი იგი­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეკო­ნო­მი­კის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მი­ი­ღო.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბას, 2003 - 2006 წლებ­ში ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში უმუ­შა­ვია; 2006 - 2009 წლებ­ში "თი-ბი-სი ბან­კის" ოპე­რა­ტო­რე­ბის ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლად და­მუ­შა­ვე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ყო­ფი­ლა; 2011 - 2014 წლებ­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლად მი­თი­თე­ბუ­ლია სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი, ეს არ წე­რია; 2017 - 2018 წლებ­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლად მი­თი­თე­ბუ­ლია ქო­ნე­ბი­სა და სა­ფი­ნან­სო სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში, რომ­ლის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე­დაც 2018 - 2020 წლებ­ში მუ­შა­ობ­და. შემ­დეგ კი უკვე აღ­მოჩ­ნდა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პარ­ლა­მენ­ტო სი­ა­ში, რო­გორც ამ­ბო­ბენ, თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის კვო­ტით.

განაგრძეთ კითხვა