ქველმოქმედი, რომელიც შესაძლოა, YouTube-ის პირველი მილიარდერი ბლოგერი გახდეს

ჯიმი დონალდსონი, უფრო კი ცნობილი, როგორ MrBeast მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბლოგერია. მისი ქონება ამჟამად 500 მილიონ დოლარს შეადგენს და შესაძლოა, სულ მალე ეს თანხა გაორმაგდეს. შესაბამისად, დონალდსონს აქვს შანსი, YouTube-ის პირველი მილიარდერი ბლოგერი გახდეს.

24 წლის ჯიმიმ გასულ ზამთარს შოკოლადის ბრენდი Fastballs-ი ჩაუშვა. მისი ვიდეოებიც სწორედ აღნიშნული ბრენდის პოპულარიზაციას მოიცავს.

9-15-1670237116.jpg

გასულ წელს ბლოგერმა 54 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, აქედან 32 მილიონი იყო რეკლამიდან, 9 მლნ კი სპონსორების კონტენტიდან.

აღსანიშნავია, რომ ჯიმის ყველაზე მეტი გამომწერიც ჰყავს YouTube-ზე. მისი აუდიტორია 112 მლნ ადამიანს მოიცავს. 2022 წელს მისი შემოსავალი, რომელიც უკვე ყველაზე მაღალია ნებისმიერ სოციალურ ქსელში ბლოგერებს შორის, გაორმაგდება და 110 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.

ჯიმის ვიდეოებს ჩვეულებრივ აქვს ბიუჯეტი 1,5-3 მილიონი დოლარის ფარგლებში და მათში ის აკეთებს ყველანაირ სისულელეს (ითვლის 100 000-მდე ან 50 საათის განმავლობაში კუბოში ასვენია) და გასცემს დიდ თანხას (10 000-დან 1 მილიონ დოლარამდე) დავალებისთვის, როგორიცაა ლაზერით დაცული საწყობიდან ბრილიანტის მოპარვა ან მინდვრის შუაში მოხატულ წრეში ყოფნა. თუმცა, YouTube-ის, Facebook-ის და TikTok-ის წყალობით, ბლოგერი ბევრად მეტს გამოიმუშავებს.

„მართალი გითხრათ, ჩემი პირველი სარეკლამო კონტრაქტისთვის 10 000 დოლარი ავიღე და მაშინვე გავეცი, უსახლკაროებს მივეცი. არ მინდა ამით ვიტრაბახო, უბრალოდ ვიგრძენი, რომ ასე უკეთესი იქნებოდა. მე ვცხოვრობ სამყაროში, სადაც ხარჯავ 10-ს, სამაგიეროდ შეგიძლია გამოიმუშავო 20“, - ამბობს დონალდსონი.

ბლოგერი თავისი სტუდიის ერთადერთი მფლობელია, მაგრამ ბიზნესის მცირე ნაწილის გაყიდვას არ გამორიცხავს. თუ ამ ჩანაფიქრს ის სისრულეში მოიყვანს, 10%-ში 150 მლნ დოლარს აიღებს, ასეთი ძვირად ღირებული გარიგების შედეგად, სტუდიის ჯამური ღირებულება 1,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც ნიშნავს, რომ მისი დამფუძნებელი გახდება პირველი მილიარდერი YouTube-ზე.

Feastables არის დონალდსონის მეორე წარმატებული ბრენდი. პირველი იყო MrBeast Burger, რომელიც 2020 წლის დეკემბერში გაიხსნა, თავდაპირველად მხოლოდ ვირტუალური რესტორანი იყო. მალე ის გახდა ყველაზე სწრაფად მზარდი რესტორნების ბრენდი შეერთებულ შტატებში.

b25ly21zomvlytizmzmxlwrly2etndi5ny1hmdfkltk4nmzhodq5yza3yjphnzi1njjjny1jzjvlltqxowytodnhmi1mnwrjn2njngi1ytm-1670237366.jpg

თუმცა Feastables გაცილებით მომგებიანია: ბიზნესის მომგებიანობა დაახლოებით 40%-ია, ხოლო ბურგერებისთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 30%-ია. თუმცა, MrBeast Burger-ს უფრო ფართო აუდიტორია აქვს - 2021 წელს გაყიდვებმა 70 მილიონ დოლარს მიაღწია, წელს კი ეს რიცხვი 100 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.

მას შემდეგ, რაც უსახლკაროებს 10 000 დოლარი შესწირა და ვიდეოში გადაიღო, დონალდსონმა გააცნობიერა სოციალური მედიის მსგავსი ჟესტების ვირუსული პოტენციალი. ჯიმიმ დაიწყო გადაღება ქუჩაში უცნობებისთვის ფულის დარიგების დროს. 2020 წლისთვის ის ყოველწლიურად 24 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა, ერთი წლის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი გაორმაგდა.

მაგრამ ხუმრობები ამით არ მთავრდება. ამ ზამთარში ბლოგერი ანტარქტიდაზე 100 საათის გადაღებას გეგმავს.

„მე ზომბივით ვმუშაობ. ვდგები და გიჟივით ვიქცევი. მთელი ჩემი ყურადღება ექსკლუზიურად ბიზნესზეა მიმართული“,-აღიარებს ბლოგერი.

ეკა დარჩიაშვილი