ფინანსთა მინისტრი - კერძო სექტორში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ბრუნვები და დასაქმების მაჩვენებელი

კერძო სექტორში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ბრუნვები და ასევე, დასაქმების მაჩვენებელი. ბუნებრივია, ეკონომიკურ ზრდაში თითოეული პროცენტული პუნქტი უფრო მეტ დასაქმებულ ადამიანს და კერძო სექტორისთვის უფრო მეტ შემოსავალს ნიშნავს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

როგორ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ეს არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს.

„ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოში ეკონომიკურ აქტივობაზე და ვსაუბრობთ იმაზე, რომ გასულ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იყო, მიმდინარე წლის 10 თვეში ასევე 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ბუნებრივია, ამას როგორც დასაქმების მიმართულებით, ასევე ბრუნვების მიმართულებით შესაბამისი შედეგები მოჰყვება,“ - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.