”რიგის სამიტზე საქართველოს დამაიმედებელი სიახლე არ ელოდება”

სამიტის დეკლარაციის პროექტში, რომელიც ხელთ ჩაუვარდა "Polskie radio"-ს, არაფერია ნათქვამი ევროკავშირის სავიზო შეთანხმების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით

ევროპულ კავშირს არაფერი აქვს შესათავაზებელი თავისი აღმოსავლელი მეზობლებისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციის პროექტში, რომელიც ხელთ ჩაუვარდა "Polskie radio"-ს, არაფერია ნათქვამი ევროკავშირის სავიზო შეთანხმების შესახებ უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით. ამის შესახებ "ლიგა.ნეტ" იუწყება.

"უკრაინა, საქართველო და მოლდოვა - პროექტ აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსიდან სამი ქვეყანა, რომლებსაც ევროკავშირთან ყველაზე მჭიდრო თანამშრომლობა აქვს, იმედოვნებენ მკვეთრ სიგნალებს ევროკავშირთან მათ დასაახლოებლად, მაგრამ ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ რიგის სამიტზე მათ არ ელოდებათ დამაიმედებელი სიახლეები. დეკლარაციის პროექტის რედაქციაში არაფერია ნათქვამი ამ ქვეყნების ევროპული პერსპექტივის შესახებ. საუბარია მხოლოდ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ არჩევანზე.

გარდა ამისა, კიევი და თბილისი იმედოვნებენ, რომ სამიტის დროს გაჟღერდება კონკრეტული ვადები უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ, მაგრამ დეკლარაციის პროექტში მითითებულია, რომ პროგრესი გატარებულ რეფორმებზეა დამოკიდებული.

თუმცა, შესაძლოა, რომ პროექტში შესწორებები ჯერ კიდევ შევიდეს", - აღნიშნაულია პოლონური მედიასაშუალების ინფორმაციაში.