ქართული ყურძნის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა - სად ვყიდით პროდუქტს

ქართული ყურძნის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. 2022 წელს ქვეყნიდან 1 301 ტონა 1, 096 მლნ დოლარის ღირებულების ყურძნის ექსპორტი განხორციელდა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 60%-ით მეტია. 2021 წელს უცხოეთში 947 ტონა ყურძენი გავიდა, ჯამში 682,6 ათასი დოლარის ღირებულების.

საქსტატის მონაცემებით, ძირითადი საექსპორტო ქვეყანა წელს რუსეთი იყო. კერძოდ, წელს ექსპორტირებული 1 301 ტონა ყურძნიდან, რუსეთში 1 289 ტონა გავიდა, ანუ დაახლოებით 99%. 10,6 ტონა ყურძენი გაყიდა ქვეყანამ სომხეთში, მხოლოდ ერთი ტონა კი ბელარუსში.

ინფორმაციისთვის, მონაცემები, თუ რა მოცულობის ყურძენი გაყიდა საქართველომ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალზე 2014 წლიდან არის ხელმისაწვდომი.