მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აუმჯობესებს

მთავრობა წელს ქვეყნის ეკონომიკის უფრო მაღალ ზრდას მოელის. ამის შესახებ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტშია აღნიშნული.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, თუ ბოლო პროგნოზით მთავრობა წელს 8.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდა, განახლებული მოლოდინით, მთავრობა ფიქრობს, რომ 2022 წელს ქვეყნის ეკონომიკა 10%-ით გაიზრდება.

ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებით, განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით:

  • 2022 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 10%-ის ოდენობით;
  • მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი - 9,5%-ის ოდენობით;
  • ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის განისაზღვრება 72,3 მლრდ ლარის ოდენობით;
  • ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 17,350 მლრდ ლარის ოდენობით.

თაია არდოტელი