სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2022 წლის 6 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა.

„მოთხოვნამ შეადგინა 42 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.690 პროცენტით, მაქსიმალური 9.940 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.841 პროცენტით განისაზღვრა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.