7 აუცილებელი რეკომენდაცია ბაზარზე დამკვიდრებისათვის - "ალაგი მარკეტინგი"

Global Startup Ecosystem Index-ის თანახმად, ქართული კომპანიები წარმატებულ სტარტაპერთა შორის მოხვდნენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ქართული სტარტაპი დგამს პირველ ნაბიჯებს, წარმატებას არა თუ ყველა, უმეტესობა მათგანი ვერ აღწევს. საწყის ეტაპზევე ვერ უმკლავდება სირთულეებს, ვერც კონკურენტულ გარემოს და ზოგიერთი მათგანი წყვეტს კიდეც არსებობას. მათ გარკვეულ ნაწილს არ გააჩნია სათანადო და რელევანტური მარკეტინგული და საინფორმაციო მხარდაჭერა, რაც ასევე აისახება შედეგზე.

ქართველ სტარტაპერებს უწევთ კონკურენციაში შესვლა არამხოლოდ საერთაშორისო კორპორაციებთან, არამედ 2022 წელს ექსპატთა მიერ ახალგახსნილ კომპანიებთანაც, რომელთა რიცხვი რეკორდულ ნიშნულს აღწევს.

მხოლოდ 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოვიდა 2,8272 მლრდ დოლარი, რაც 66%-ით უფრო მეტია, ვიდრე გადმორიცხვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. თანხების რეკორდული გადმორიცხვების შესახებ, აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. ბაზრის დინამიკის ზრდამ გამოიწვია თანამდევი პროცესი - მარკეტინგული საშუალებებისა და აქტივობების ზრდა განსაკუთრებული, დაჩქარებული ტემპებით.

აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ, ქართულმა მარკეტინგულმა კომპანიამ „ალაგი მარკეტინგმა“ ქართველ სტარტაპერთათვის გაავრცელა 7 აუცილებელი რეკომენდაცია ბაზარზე დამკვიდრებისათვის, რომელთაც უცვლელად გთავაზობთ:

1. იზრუნეთ კლიენტთა კმაყოფილებისა და ლოიალურობის ზრდაზე. გახსოვდეთ, რომ თქვენს ბაზაში არსებულ მონაცემთა 20%-ს სწორედ ლოიალურ კლიენტები შეადგენენ, მაგრამ, ამავე დროს თქვენი კომპანიის შემოსავალს 80%-ით სწორედ ისინი ზრდიან. აუცილებელია იცნობდეთ და ითვალისწინებდეთ მათ მოთხოვნებს. საჭიროა მათთან სისტემატიური და უწყვეტი კომუნიკაცია, მათ შორის ელფოსტით თუ სხვადასხვა შეტყობინებების პლატფორმებით. რაც შეიძლება ხშირად უნდა ჰკითხოთ, რა არ აკმაყოფილებთ, რა აინტერესებთ, მიაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია სიახლეებისა და პროდუქტების შესახებ, ხშირად შესთავაზეთ პრომო აქციები.

2. გამოიყენეთ მონაცემთა ბაზაზე დამყარებული მარკეტინგი - ანუ მარკეტინგული სტრატეგია, რომელსაც შედეგად მოაქვს გაზომვადი, კონკრეტული რეზულტატი, მათ შორის მიმართეთ მიზნობრივ და კონტექსტუალურ რეკლამას.

3. შექმენით ორიგინალური, ახალი პროდუქტი და გააუმჯობესეთ არსებული სერვისი ან პროდუქცია. არაფერი ისე არ ზრდის თქვენს შემოსავალს ისე სწრაფად, როგორც თქვენი ახალი პროდუქტი. მაგალითად, როდესაც APPLE-მა გამოუშვა iPhone, ეს იყო რევოლუციური პროდუქტი, რომელმაც შეცვალა სტანდარტები და მოთხოვნები მობილური ტელეფონების ბაზარზე, ამავდროულად რიგითი კომპანია აქცია მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს კორპორაციად და ლიდერად. ნებისმიერ სტარტაპერს შეუძლია დიდი წარმატების მიღწევა, თუკი ის დარწმუნებულია საკუთარ თავში და ამასთანავე, ზუსტად იცის - რა სურთ კლიენტებს.

4. გაზარდეთ თქვენი პროდუქტის/სერვისის ცნობადობა. თუკი თქვენ კარგი პროდუქტი გაქვთ, მისი ცნობადობა იზრდება ბუნებრივი გზით, თავისთავად. მაგრამ, შესაძლებელია მისი ტემპის ზრდა-სტიმულირება. ერთ-ერთი საუკეთესო გზა სოციალური მედიაა. ამ ფორმით, ინფორმაცია თქვენი პროდუქტისა თუ სერვისის შესახებ ხვდება, სწორედ თქვენი არსებული თუ პოტენციური კლიენტების სიახლეებში კედლებზე, განსაკუთრებული სიხშირით. SMM გახლავთ უძლიერესი ინსტრუმენტი თქვენი ბრენდის გაძლიერებისა და პრომოუტირებისათვის. რაც უფრო მეტ ადამიანს მოიცავს თქვენის SMM კამპანია, მით უფრო მეტია შანსი იმისა, რომ თქვენი კომპანია უფრო მეტ ადგილს და წილს მოიპოვებს ბაზარზე.

5. მიმართეთ გაყიდვების ისეთ ფორმებს, როგორებიცაა ონლაინ ვებ-მაღაზიები, როგორც საკუთარი, ისე ონლაინ შოპინგ-მოლები და ასევე გამოიყენეთ გაყიდვების გასაზრდელად სოციალური მედია. თქვენი სამიზნე აუდიტორია მნიშვნელოვან დროს ატარებს სწორედ ინტერენტსა და სოციალურ მედიაში, რაც საგრძლობლად ზრდის თქვენს შანსს, გახდნენ თქვენი პროდუქციის მომხმარებლები.

6. ისარგებლეთ მუდმივმოქმედ რეჟიმში, ან ფრილანსერი ფინანსური მენეჯერის მომსახურებით. საბუღალტრო საქმიანობისგან განსხვავებით, თქვენი ბიზნესის გასაფართოებლად, სწორედ ანალიტიკოსი სპეციალისტებისაგან, ფინანსური განათლებით და სათანადო გამოცდილებით მიიღებთ რეკომენდაციებსა და რჩევებს, კონკრეტული მიმართულებებით გაფართოებასა თუ პირიქით შემცირებაზე, ასევე ინფორმაციას ზარალის გამომწვევი მიზეზების, რისკების, ბაზრის მოთხოვნებისა და ტენდენციების თუ კონკურენტების შესახებ.

7. გააუმჯობესეთ და განაახლეთ თქვენი ვებ-გვერდი. თანამედროვე, წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის აუცილებელია დახვეწილი, მოქნილი, ეფექტური და ტექნიკურად გამართული ვებ-რესურსი, მოსახერხებელი და გამართული ფუნქციებით. აუცილებელია ვებ-გვერდის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისათვის და ვიზუალური გაფორმება, ბრენდის წინსვლის უზრუნველსაყოფად. საჭიროა გვერდის რეგულარული განახლება და GOOGLE-ის რეიტინგის მონიტორინგი. ხარისხიანი და გამართული ვებ-გვერდი აუცილებად გამოიწვევს გაყიდვების ზრდას, რაც თავის მხრივ აისახება თქვენი კომპანიის წილის გაფართოებაზე სამომხმარებლო ბაზარზე.

„ალაგი მარკეტინგი“ შეგახსენებთ, რომ ბაზრის ზრდა-განვითარებასთან ერთად, კომპანიებს უწევთ ახალ რეალობასთან შეგუება და ადაპტირება, გამოწვევებთან გამკლავება, რაც არამხოლოდ რთული, არამედ საინტერესო პროცესია გამოცდილების მისაღებად. ხოლო, ოპერირებადი კომპანიების რიცხვის ზრდა ამავდროულად ნიშნავს პოტენციური კლიენტების რიცხვის ზრდასაც.

გისურვებთ წარმატებებს.

NS