ბიძინა ივანიშვილი: უფასო ფული კიდევ უფრო მეტი ელოდება ჩვენს ეკონომიკას

უფასო ფული კიდევ უფრო მეტი ელოდება ჩვენს ეკონომიკას, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, ანალიტიკურ გადაცემაში "კვირის 20/30" განაცხადა.

მისი თქმით, 800 მილიონი უფასო და იაფი ფული სოფლის მეურნეობაში უკვე გაიცა. "როდესაც 1, 2 ან 3 პროცენტია გადასახდელი, ეს პრაქტიკულად უფასო ფულია. ეს უფასო კიდევ უფრო მეტი ელოდება ჩვენს ეკონომიკას. წახალისების მხრივ მთავრობაც კიდევ უფრო აქტიურობს. უფასო ფული გაცილებით უფრო მეტი უნდა შემოვიდეს ეკონომიკაში. არჩევნების პროცესში მე ვპირდებოდი მოსახლეობას, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გავაკეთებდი დახმარებას, სუბსიდირებას და ვპირდებოდი, რომ იქნება 7-წლიანი კრედიტებიც, 100 ახალი საწარმო გაკეთდებოდა და მათ ექნებოდათ შეღავათიანი კრედიტები. 800 მილიონამდე შევიდა სოფლის მეურნეობაში, რომელზეც არავინ არაფერს ამბობს. მთავრობის მიერ გაცილებით უფრო დიდი პროექტი მზადდება, რომელიც გაცილებით დიდ თანხებზეა გათვლილი", - განაცხადა ივანიშვილმა.