ონლაინ აზარტული თამაშებისთვის სანებართვო მოსაკრებელი დაწესდება - რამდენს გადაიხდის ბიზნესი

ონლაინ აზარტული თამაშებისთვის სანებართვო მოსაკრებელი წესდება. რას იცვლება სექტორისთვის რადიო ,,პალიტრასა" და ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,საქმე" ფინანსთა სამინისტროს სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელმა ლაშა პიტნავამ ისაუბრა.

„დღეს არსებული კანონმდებლობა განსაზღვრავს აზარტულ და მომგებიან თამაშებს. მოქმედი კანონმდებლობით, თუ ფიზიკურად ბიზნეს ოპერატორს ჰქონდა მიწის სამორინე, ან სათამაშო აპარატის სალონის ნებართვიდან ერთ-ერთი შეეძლო ნებართვის ფარგლებში ონლაინში ორივე თამაშობები მოეწყო, როგორც სამორინე, ისე სათამაშო აპარატის თამაშობები. განსხვავებული იყო ტოტალიზატორი. სავალდებულო იყო მიწის ტოტალიზატორის ქონა და მის ფარგლებში შეიძლებოდა ონლაინ ტოტალიზატორის მოწყობა.

დღევანდელი საკანონმდებლო ინიციატივა კი გამომდინარეობს 12- პუნქტიანი გეგმიდან. მოგეხსენებათ, პარლამენტში თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით, რომელმაც ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით, სხვა გამოწვევებთან ერთად განიხილა აზარტული თამაშებიც.

ნათელი რომ იყოს - „მანივალი“ (ევროპის საბჭოს სტრუქტურა) ჩვენ გვეუბნება შემდეგ რამეს, რომ ფინანსთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სათამაშო ბიზნესის სრული ლიცენზირება. სრულყოფილი ლიცენზირება კი, მოიცავს შემდეგს. ჩვენი ინიციატივით, ერთმანეთისგან იმიჯნება სამორინის სანებართვო პირობები და გაჩნდება ვალდებულება, რომ თუ მიწის სამორინე გვაქვს, მას შეეძლება ონლაინში აიღოს ნებართვა ონლაინ სამორინესი, თავის მხრივ კი ეს პირობები იქნება ერთმანეთისგან დამოკიდებული. დღეს ეს პირობები ერთადაა, ახალი კანონით კი იმიჯნება. იგივეა სათამაშო აპარატებზე და ტოტალიზატორებზე.

პირობითად მიწის სამორინეზე თბილისში სანებართვო მოსაკრებელი იყო 5 მლნ, სათამაშო აპარატებზე 1 მლნ და ა.შ. ხოლო ამ შემთხვევაში, სამინისტრომ მინიმალური განაკვეთი დააწესა ონლაინ საქმიანობაზე, ეს იქნება 100 000 ლარი. აქ უბრალოდ გამოვედით ბიზნესის ინტერესებიდან, რადგან 1-ლი აპრილიდან სექტორს პრემიერის პირადი ინიციატივით ისედაც დაუწესდა რეგულაციები. კანონმდებლობით იქნება გაწერილი სანებართვო პირობები, რომელიც დაეკისრება ყველა ოპერატორს", - განაცხადა პიტნავამ ,,საქმეში".

თამარ მუკბანიანი