გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, ავტოსადგური მიმდებარედ ახალი გარე განათების სისტემა მოეწყო

გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, ავტოსადგური მიმდებარედ ახალი გარე განათების სისტემა მოეწყო. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პაპიტაშვილის ქუჩიდან კარალეთის დევნილთა ჩასახლებამდე, გზის 740 მეტრიან მონაკვეთზე 112 ენერგოეფექტური ლედ-ნათურა და 56 გარეგანათების ლითონის ბოძი დამონტაჟდა.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სადაც ორმხრივი მოძრაობაა, გარეგანათებასთან ერთად სამხრეთისკენ მიმავალი ცალმხრივი მოძრაობის ზოლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიზანი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.