სანებართვო პირობების დარღვევაზე 20 00-ლარიანი ჯარიმა წესდება  - როგორია სანქცირების ახალი მექანიზმი აზარტული თამაშების სექტორისთვის

სახელმწიფო აზარტული თამაშების სექტორისთვის რეგულაციებს ამკაცრებს. ონლაინ აზარტული თამაშებისთვის სანებართვო მოსაკრებელი წესდება. გარდა ამისა, იზრდება ჯარიმების მოცულობა.

რადიო ,,პალიტრასა" და ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში „საქმე“ ფინანსთა სამინისტროს სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი ლაშა პიტნავა ამბობს, რომ ახალი კანონით, სახელმწიფოს აზარტული თამაშების პერმანენტულად შემოწმების და სანქცირების უფლება აქვს.

იხილეთ ასევე: ონლაინ აზარტული თამაშებისთვის სანებართვო მოსაკრებელი დაწესდება - რამდენს გადაიხდის ბიზნესი

„საჯარიმო სანქციები საკმაოდ მაღალია - სანებართვო პირობების დარღვევისთვის იქნება 20 ათასი ლარი, ხოლო სანებართვო მოსაკრებლის არ გადახდისთვის 50 ათასი ლარი. სანებართვო პირობების დარღვევის შემოწმება, შემოსავლების სამსახურს შეეძლება სისტემატურად, წელიწადში რამდენჯერმეც, ამის საშუალებას კანონი გვაძლევს. ყოველ დარღვევაზე გავრცელდება ახალი ჯარიმა. ამ კუთხით ვფიქრობ, უფრო მკაცრი იქნება ადმინისტრირება და ეს სანებართვო მოსაკრებელი დაკომპენსირდება ჯარიმების ნაწილში", - განაცხადა პიტნავამ.

კითხვაზე, გარდა სანქცირების მექანიზმისა, შეიძლება თუ არა ონლაინ აზარტული თამაშებისთვის დაწესებული მოსაკრებლის 100 000 ლარის მოცულობა გაიზარდოს, პიტნავა პასუხობს, რომ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია.

„ფინანსთა სამინისტრო მაქსიმალურად ეცადა, რომ ყველაზე მინიმალური ზღვარი დაეწესებინა. ამ ეტაპზე ჩვენ ვხელმძღვანელობთ 12-პუნქტიანი გეგმით და მანივალის მოთხოვნების შესაბამისად. მოსაკრებლის ზრდაზე საუბარი ძალიან ნაადრევია", - ამბობს ლაშა პიტნავა ,,საქმეში.

იხილეთ ასევე: რამდენმა ადამიანმა დაუწესა საკუთარ თავს აზარტულ თამაშებზე თვითშეზღუდვა - ფინანსთა სამინისტრო

თამარ მუკბანიანი