5 რამ, რაც არ უნდა გამოგრჩეს, როცა ბიზნესს იწყებ

იცო­დით, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ადა­მი­ა­ნის ემო­ცი­ე­ბის 75% სუნ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი? მარ­კე­ტინ­გუ­ლი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად მომ­ხმა­რებ­ლის გან­წყო­ბა 40%-ით უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, თუ ის სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნელს გრძნობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა კი სა­ბო­ლო­ოდ, შე­ძე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა. ამ­რი­გად, იმი­სათ­ვის, რომ მომ­ხმა­რე­ბელს თავი და­ვა­მახ­სოვ­როთ, ასე­თი დე­ტა­ლე­ბიც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ.

გაზ­რდი­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, როცა კომ­პა­ნი­ე­ბი მომ­ხმა­რე­ბელ­თა შე­სა­ძე­ნად და შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად მარ­კე­ტინ­გულ კამ­პა­ნი­ებ­ში მი­ლი­ო­ნებს ხარ­ჯა­ვენ, რთუ­ლია, დამ­წყებ­მა ბიზ­ნეს­მა ბა­ზარ­ზე სწრა­ფად და მარ­ტი­ვად მო­ი­კი­დოს ფეხი, თუ ამის­თვის ინო­ვა­ცი­ურ გზას არ მი­აგ­ნო და სწო­რად არ და­ი­წყო პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბა­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, უკვე უსა­ზღვროა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც, რომ შენი უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი თუ ახ­ლად ფე­ხად­გმუ­ლი ბიზ­ნე­სი გა­ნა­ვი­თა­რო და მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მო­ი­ზი­დო.

წარ­მა­ტე­ბის ათა­სო­ბით რე­ცეპ­ტი არ­სე­ბობს, თუმ­ცა გთა­ვა­ზობთ 5 სა­ინ­ტე­რე­სო და გა­მოც­დილ მე­თოდს, რო­მე­ლიც არ უნდა გა­მოგრჩეს, თუ ბიზ­ნესს იწყებ:

სწო­რი მე­სი­ჯის შექ­მნა

როცა ბიზ­ნესს აფუძ­ნებ, დი­დია ცდუ­ნე­ბა, სწრა­ფად­ვე შე­ა­ტყო­ბი­ნო მომ­ხმა­რე­ბელს, რას სთა­ვა­ზობ და რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი აქვს შენს პრო­დუქტს, მაგ­რამ თუ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას არას­წო­რი მე­სი­ჯ­ბოქ­სით აწ­ვდი, შე­იძ­ლე­ბა, ნე­გა­ტი­უ­რი უკუ­კავ­ში­რი გა­მო­იწ­ვიო.

ვი­ნა­ი­დან სი­ტყვას დიდი ძალა აქვს, სლო­გა­ნი და მთა­ვა­რი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­სტე­ბი მკი­თხველ­ში უნდა აღ­ძრავ­დეს პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბას, უნდა იგ­რძნო­ბო­დეს, რომ მის­თვის სარ­გებ­ლის მო­ტა­ნა­ზე, მისი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ზე ხარ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ ცდი­ლობ, მისი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სი გა­ხა­დო.

რო­გორც წესი, ნე­გა­ტი­ურ ვი­თა­რე­ბა­ზე თუ პრობ­ლე­მა­ზე აქ­ცენ­ტი­რე­ბა და ამის ხარ­ჯზე სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ტის უპი­რა­ტე­სად წარ­მო­ჩე­ნა უარ­ყო­ფით უკუ­კავ­შირს იწ­ვევს. მთა­ვა­რი მე­სი­ჯ­ბოქ­სი აგე­ბუ­ლი უნდა იყოს პო­ზი­ტი­ურ გავ­ლე­ნა­სა და სარ­გე­ბელ­ზე და არა უარ­ყო­ფით გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე.

biz-1670496950.png

ფე­რე­ბი­სა და გა­ნა­თე­ბის შერ­ჩე­ვა

კვლე­ვე­ბით და­დას­ტურ­და, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ფერი დიდ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს. სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი ფე­რე­ბი, რო­გორც ლო­გოს, ისე მა­ღა­ზი­ის ინ­ტე­რი­ე­რის შემ­თხვე­ვა­ში, მომ­ხმა­რებ­ლის უფრო დიდ­ხანს და­ყოვ­ნე­ბის, მისი მე­ო­რედ სტუმ­რო­ბის და ზო­გა­დად, ბრენ­დის მი­მართ ინ­ტე­რე­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ერთ-ერთი სა­წინ­და­რია.

მა­გა­ლი­თის­თვის, რო­გო­რი ფე­რე­ბი და გა­ნა­თე­ბა გვხვდე­ბა აფ­თი­ა­ქებ­ში შეს­ვლი­სას? მკვეთ­რი და ცივი გა­ნა­თე­ბა ქმნის სი­სუფ­თა­ვი­სა და სი­ჯან­სა­ღის შეგ­რძნე­ბას. ასე­ვე, თუ ზო­გი­ერთ ფი­ლი­ალ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბულ სარ­კე­ებ­ში სა­კუ­თარ ანა­რეკლს და­აკ­ვირ­დე­ბით, ამ­გვა­რი გა­ნა­თე­ბის გამო, კან­სა თუ თმა­ზე უმ­ცი­რეს ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­საც შე­ამ­ჩნევთ და შე­იძ­ლე­ბა, ხელს გა­ა­ყო­ლოთ ისე­თი თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა შე­ძე­ნას არ გეგ­მავ­დით.

ასე­ვე ფე­რე­ბი, რო­მელ­საც აფ­თი­ა­ქე­ბის უმე­ტე­სო­ბა ინ­ტე­რი­ერ­ში იყე­ნებს, არის ნა­თე­ლი - ძი­რი­თა­დად, თეთ­რი. მას­თან ერ­თად კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში კი რო­გორც წესი, ერთი რო­მე­ლი­მე ფერი გვხვდე­ბა ხოლ­მე.

სა­ინ­ტე­რე­სო გა­ნა­თე­ბა და ფე­რე­ბია სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტებ­შიც: აქ ძი­რი­თა­დად წი­თე­ლი სჭარ­ბობს, რად­გან კვლე­ვე­ბით და­დას­ტურ­და, ის შიმ­ში­ლის გრძნო­ბას კი­დევ უფრო აღ­რმა­ვებს, მკვეთ­რი გა­ნა­თე­ბი­სა და ხმა­უ­რის გამო კი აქ მე­გობ­რებ­თან ან საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად ინ­ტი­მურ გა­რე­მოს ვერ შე­იქ­მნი - სწრა­ფად უნდა მი­ირ­თვა და წახ­ვი­დე.

ფე­რი­სა და გა­ნა­თე­ბის შერ­ჩე­ვი­სას უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რა სა­ხის პრო­დუქტსა და სერ­ვისს ვყი­დით და რა გრძნო­ბე­ბი გვსურს აღვძრათ აუ­დი­ტო­რი­ა­ში.

განაგრძეთ კითხვა