როგორია საპენსიო სააგენტოს მმართველების ყოველთვიური ხელფასი

2022 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეების მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულებამ 2.85 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 418 მლნ ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რამდენია სააგენტოს მმართველების სახელფასო სარგო.

ფონდის მმართველობა შვიდი ადამიანისგან შედგება, საიდანაც ორის - მთავარი ტექნოლოგიების ოფიცერის ნიკოლოზ გაგნიძის და მთავარი იურიდიული ოფიცერი ნინა ფხაკაძის დეკლარაცია არ იძებნება.

რაც შეეხება დანარჩენ ხუთს, სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ 2021 წელს წლიური სახელფასო სარგოს სახით 120 600 ლარი მიიღო, რაც თვიურად 10 050 ლარს შეადგენს.

სააგენტოს დირექტორს 3 მოადგილე ჰყავს.

გიორგი ჭიჭინაძეს გასულ წელს სახელფასო სარგოს სახით 67 938 ათასი ლარი აქვს მიღებული, რაც თვიურად 5 661 ლარია.

დირექტორის კიდევ ერთი მოადგილის, ანა კიკნაძის წლიური სახელფასო სარგო 67 938 ლარია, თვიურად 5661 ლარი.

დეკლარაცია მიმდინარე წელს არ შეუვსია დირექტორის კიდევ ერთ მოადგილეს, ვაჟა ჯაფოშვილს. 2020 წლის სახელფასო სარგო კი, წლიურად 64 320 (5 360 ლარი თვეში) ლარი იყო.

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის ხელფასი თვეში 13 199 ლარია, ანუ 1 წელში გიორგი მელიქიძემ 158 388 ლარის ხელფასი მიიღო.

სააგენტოს მართვის ჯაჭვშია საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები ოთხ-ოთხი წევრის შემადგენლობით. ასევე 9 წევრიანი საინვესტიციო გუნდი.

თამარ მუკბანიანი