საპენსიო სააგენტო - 7 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.87 მილიარდი ლარია

2022 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.87 მილიარდი ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, წმინდა ამონაგები 421 მილიონ ლარს შეადგენს.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 349 ათასი ადამიანია.

დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 2,838 პირმა და მათზე გაცემული თანხა 7,103,780.53 ლარს შეადგენს.

NS