პარლამენტში EBRD-ის ღონისძიებებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრისთვის, რომელიც 14-15 მაისს თბილისში ტარდება, საქართველოს პარლამენტშიც ემზადებიან.

სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის პარლამენტის ეზოში სამუშაოები მიმდინარეობს. მონტაჟდება რკინის კონსტრუქციები. საკოორდინაციო ჯგუფის წარმომადგენელმა გელა ხანიშვილმა დღეს თავი შეიკავა განემარტა, თუ რა ნაგებობები განთავსდება პარლამენტის ეზოში და EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, პარლამენტში რა ღონისძიებები გაიმართება. ხანიშვილის ინფორმაციით, დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას მედიას ფინანსთა სამინისტრო მიაწვდის, რაც მისივე მონაცემებით, ხვალისთვის იგეგმება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 2015 წლის ყოველწლიური შეხვედრა 14-15 მაისს თბილისში გაიმართება.